„გრინლაითი“ მოიცავს ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის სფეროებში საპროექტო, საკონსულტაციო, სამეცნიერო, კვლევით და საგანმანათლებლო საქმიანობას.

„გრინლაითის“ გუნდი დაკომპლექტებულია მრავალწლიანი სტაჟის მქონე მეცნიერებითა და სპეციალისტებით, მათ შორის არიან ევროპის წამყვან უნივერსიტეტებში სტაჟირებაგავლილი პროფესიონალები.

„გრინლაითის“ საექსპერტო-საკონსულტაციო საქმიანობა წარმოდგენილია შემდეგი მიმართულებებით:

  • ურბანული,
  • საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების (ავარიების) ექსპერტიზა,
  • საგზაო და ეკოლოგიური უსაფრთხოება,
  • სატვირთო და სამგზავრო გადაზიდვა/გადაყვანების მართვა,
  • ლოგისტიკა.

„გრინლაითის“ გუნდი გთავაზობთ:

  • ბიზნესგარემოს შეფასებას და კონსულტაციას ტრანსპორტის სფეროთი დაინტერესებულ კომპანიებს;
  • ბიზნესისთვის რისკების შეფასებას,
  • კომპანიების ინფორმირებას მოსალოდნელი საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ და გართულებების თავიდან აცილებისათვის სტრატეგიის განსაზღვრას;
  • ახალ კანონებთან ადაპტაციას;
  • პერსპექტიული ბიზნესის პროგნოზირებას, საინვესტიციო ბაზრის შესწავლას და სასურველი მიმართულებების განსაზღვრას;