სტამბოლში ტაქსით მგზავრობის წესები, როგორ ავირიდოთ თავიდან თაღლითობა?
ჩემს ფეისბუქპოსტში ვამტკიცებდი, რომ სტამბოლის ტაქსი 2-3 ჯერ უფრო იაფია ვიდრე თბილისის, ამ განცხადებას საკმაოდ სკანდალური გამოხმაურება მოჰყვა. ერთი მხრივ თბილისელი ტაქსის მძღოლების შეტევას ვუმკლავდებოდი, ხოლო მეორე მხრივ ჩემივე მეგობრების კრიტიკას, - „სად ნახა ამან ერთი იაფი ტაქსი სტამბოლში“.