გზებისა და ქუჩების ქსელებზე საგზაო სატრანსპორტო შემთხვევათა კონცენტრაციისა და საცობების ადგილების დადგენა, გამომწვევი მიზეზების შესწავლა და გაუმჯობესების ღონისძიებათა შემუშავება მოძრაობის ორგანიზაციის მეთოდებით და ინფრასტრუქტურული ელემენტების სრულყოფით;
ურბანულ ტერიტორიებზე ახალი ობიექტების ჩართვისათვის სატრანსპორტო კვლევათა ჩატარება არსებული საგზაო ქსელის გამტარუნარიანობის, მოძრავი ნაკადების ინტენსივობისა და შემადგენლობის, მოძრაობით დატვირთვის დონის ეკოლოგიური მახასიათებლების (ხმაური, ვიბრაცია, გამონაბოლქვი) და მოძრაობის უსაფრთხოების შეფასებით მიმდინარე და პერსპექტიულ პერიოდში;
საგზაო მოძრაობის ორგანიზების დაგეგმარება, კვლევა, სატრანსპორტო ნაკადების დამუშავება, გზის გამტარუნარიანობის დადგენა, მიზიდვის წერტილების განსაზღვრა, საგზაო მოძრაობის ტექნიკური საშუალებების ანგარიში, საგზაო მოძრაობის ორგანიზების სქემების მომზადება (ერთბინიანი, მრავალბინიანი გრგ–ს პირობებში);
მოძრაობის ორგანიზაციის, მართვისა და კონტროლის ინოვაციური მეთოდების მოძიება, ადგილობრივ პირობებთან მათი ადაპტაცია და პრაქტიკაში დანერგვა; მოძრაობის არსებული და პერსპექტიული სქემების დიაგნოსტიკა; ტრანსპორტზე ზეგავლენის შეფასება (ტზშ კვლევა მრავალფუნქციური და გრგს პირობებში);
მისასვლელი და შიდა საგზაო ქსელის დაპროექტება საველოსიპედო და საქვეითო ბილიკების გათვალისწინებით, ანალოგიური სამუშაოების ჩატარება რეკრეაციული ზონებისათვის;
კონკრეტულ უბნებში ფეხით მოსიარულეთა პრობლემების შესწავლა, სიღრმისეული კვლევა, ანალიზი და მათი უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველსაყოფად სქემებისა და რეკომენდაციების შემუშავება;
ტრანსპორტის პრობლემის კვლევა მუნიციპალიტეტების დონეზე, ქუჩის დიზაინის დამუშავება შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობით, პარკირების სისტემის დანერგვა, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ორგანიზება/დაგეგმარება/ანგარიში, „სმარტ“ სისტემების დანერგვა;