მენიუები GEO
მგზავრთა გადაყვანა
- კონსულტაციები მძღოლებისათვის საქმიანობის დასაწყებად და კონკრეტული რეკომენდაციები საზღვარგარეთ მუშაობის დასაწყებად;
- მგზავრების გადამყვან მძღოლთა (ავტობუსი, მიკროავტობუსი, ტაქსი) ტრენინგი და სპეციალური კურსით მომზადება საგზაო უსაფრთხოების საკითხებში;
ადვოკატირება
- ადვოკატის მომსახურება სასამართლოს ყველა ინსტანციაში, ინტერესების დაცვა;
- საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევათა ექსპერტიზა, სტატისტიკის კომპლექსური და ობიექტური ანალიზი; ასეთი შემთხვევების დისლოკაციების ადგილების გამოვლენა და შესაბამისი რეკომენდაციების დამუშავება; საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევებით გამოწვეული მატერიალური ზარალის შეფასების მეთოდიკის დამუშავება;
- პოტენციური საფრთხის მატარებელი ადგილების კონცენტრაციის „შავი წერტილების“ გამოკვლევა და მათი ლიკვიდაციის ღონისძიებათა შემუშავება;
დამფუძნებლის მიმართვა
ტრანსპორტი, ლოგისტიკა, ინფრასტრუქტურა რთული დარგებია, თუმცა გვაქვს ყველანაირი რესურსი თქვენს წინაშე გაჩენილი სირთულეების გასანეიტრალებლად. წლებია უწყვეტ რეჟიმში ვსწავლობთ სფეროს გამოწვევებს და მუდმივად ვამუშავებთ საპასუხო ნაბიჯებს. შედეგად, ჩვენ ყოველთვის სამუშაო ფორმაში ვართ! დაგეხმარებით რისკების მინიმიზაციაში, პრობლემების იდენტიფიცირებაში, საინვესტიციო გარემოს შეფასებაში, ხარჯებისა და მოსალოდნელი სარგებლის გათვლაში, იდეის ბიზნესგეგმად ფორმირებაში, პროექტებისა და პროგრამების მართვაში.
თუ თქვენს ცხოვრებაში, გარკვეული გარემოების გამო გაჩნდა ისეთ სიტყვათა კომბინაცია, როგორიცაა „ტრანსპორტი და პრობლემა“, „ტრანსპორტი და იდეა“, „ტრანსპორტი და ბიზნესი“, ნუ შეშინდებით! ესეიგი თქვენ უბრალოდ პრობლემასთან გამკლავება გჭირდებათ ან იდეის რეალობად ქცევა, თან ისე რომ პრევენციის გზით მინიმუმამდე შემცირდეს მოსალოდნელი გართულებები, ზუსტად ასეთ შემთხვევებში ვართ ყველაზე ძლიერები. სამუშაოს, რომელიც ძალიან გვიყვარს, ვასრულებთ თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით მსოფლიოს საუკეთესო გამოცდილებაზე დაყრდნობით.
დავით მესხიშვილი
დამფუძნებელი
გვერდი 1 სულ 2